ენერგოკრიზისის არტი: დეფილე ხელოვნების მუზეუმში (1995 წელი)

სამოქალაქო და აფხაზეთის ომებიდან სულ ცოტა დროა გასული. მოდის დიზაინსა და კოლექციის შექმნაზე ფიქრი ერთი შეხედვით სიგიჟეა, მაგრამ დიზაინერი გიორგი ნადირაძე სწორედ ამ არაორდინარულ, დამთრგუნველ და ენერგოკრიზისით ჩაბნელებულ თბილისს ერთგვარ პროტესტს უცხადებს თავისი დეფილეთი და ალტერნატიულ სივრცეში — ხელოვნების მუზეუმში  კოლექციის ჩვენებას აწყობს.

კოლექცია მრავალფეროვანია, ”ძველი გვარდიის” მოდელების მოძრაობები გრაციოზული და დამაჯერებელი, პუბლიკა კი დღევანდელისგან განსხვავებით არა ”გლამურული” და არტის შემფასებელი.

კომენტარები