პაატა შამუგიასა და ერეკლე დეისაძის საღამო

18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე როკკლუბში, ინტერნეტპროექტ lib.ge-ს მორიგი საღამო მოეწყო. ამჯერად კლუბის სცენა პაატა შამუგიასა და ერეკლე (ეკო) დეისაძეს დაეთმო.

სკანდალურობით ცნობილ ორ შემოქმედს უკვე ჰქონდა ანალოგიური საღამო რამდენიმე თვის წინ. 18 ნოემბერს სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ პაატა შამუგიას ლექსები მისი ახალი კრებულიდან („უპირატესობა“), და დეისაძის რამდენიმე ახალი სიმღერა.

საღამომ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სკანდალების გარეშე, მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა.

კომენტარები