პოსეიდონი მაგრად ჩაერთო საფეხბურთო და საბუქმეიკერო ბიზნესში. გერმანულ ოკეანარიუმ Sea Life-ში ყველამ (დიეგო მარადონას გარდა) დაულოცა შორი გზა რვაფეხა პაულს, თან დიეგო ფორლანის ბუცებიც გაატანეს, დიდიე დროგბას „აბადოკიც” ჩააყოლეს და რამდენიმე ტოტალიზატორის მფლობელმაც ბევრი იტირა.
ლეგენდარულ პაულს შემცვლელი უკვე მოუნახეს. ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინეს ეროვნებით ფრანგი (პაულს ბრიტანელი შთამომავლები ჰყავდა) პოლი. რამდენიმე უმნიშვნელო ტესტის შემდეგ, პოლიც ჩაერთვება საბუქმეიკერო ამბებში, მანამდე კი მოლუსკს ოპტიმალური წონა უნდა შეურჩიონ, დაადგინონ, რა არ მოსწონს ახალ გენიოსს და საკვები რაციონიც შეურჩიონ.

სამხრეთ აფრიკაში პაული ჰედლაინების ხშირი სტუმარი იყო. 2008 წლის ევროფორუმზე წავარჯიშების შემდეგ, პაულმა მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის ყველაფერი „დასვა”. მაშინ, ევროპის ჩემპიონატზე, რვაფეხამ ვერ გამოიცნო მთავარი, ფინალის შედეგი – პაულმა გერმანია გააჩემპიონა და ლუის არაგონესმა – ესპანეთი.
პოლს მოამზადებენ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც უკრაინაში და პოლონეთში გაიმართება. მერე კი იქნება პანაშვიდი (რვაფეხები მაქსიმუმ, 3 წელიწადს ცხოვრობენ) და ახალი გენიოსის წარდგენა.