Arrivederci Dino De Laurentiis

დინო დე ლაურენტისი
დინო დე ლაურენტისი
 იტალიელმა პროდიუსერმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, ის ფელინის რამდენიმე მნიშვნელოვანი კინოპროექტის პროდიუსერი იყო. მათ შორის კაბირიას ღამეების” და გზის”. ამ უკანასკენლისათვის, მან ოსკარიც მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. 70-იან წლებში ლაურენტისი ჰოლივუდში გადაბარგდა და არაერთი საინტერესო პროდუქტის პროდიუსერი გახდა. დევიდ ლინჩის დიუნა”, ჯონ გალერმინის კინგ-კონგის რიმეიკი,  სიდნი ლუმეტისსერპიკო” სწორედ მისი შემოქმედების ნაწილია. ჰანიბალ ლექტერზე გადაღებული ყველა ფილმი სწორედ მისი პროდიუსინგით მიმდინარეობდა, საკულტო კრავთა დუმილის” გარდა.

2001 წელს მან ირვინგ ტალბერგის სახელობის ოსკარის სპეციალური ჯილდო მიიღო, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, კრეატიულმა და გავლენიანმა პროდიუსერმა.

2007 წელს მისი ბოლო ნამუშევრები გამოვიდა ქალიშვილების ტერიტორია”, ”უკანასკნელი ლეგიონი” და ჰანიბალის აღზევება”.

კომენტარები