The MAN

რაჟონ რონდო
რაჟონ რონდო
 რა­ჟონ რონ­დო მთე­ლი გუნ­დი­ა. რა­ჟონ რონ­დო ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი­ა. რა­ჟონ რონ­დო თა­ვი­სი გუნ­დის პირ­ვე­ლი კა­ცი­ა. რა­ჟონ რონ­დო NBA-ს პირ­ვე­ლი კვი­რის სა­უ­კე­თე­სო, ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო სუ­ბი­ექ­ტი­ა. 

სელ­ტიქ­სი კი­დევ ერ­თი ამა­ყი, ტე­ხა­სუ­რი გუნ­დი­ვით, უსახ­ლ­კა­რო­ე­ბის და ბებ­რე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი გახ­და. შა­კი არ­სად არ მი­ი­ღეს, მაგ­რამ ბოს­ტონ­ში გა­უ­ღი­მეს და 3 მი­ლი­ონ­საც უხ­დი­ან. ჯერ­მე­ინ ო’­ნი­ლი ბო­ლო წლებ­ში უფ­რო ფრან­კენ­შ­ტე­ი­ნი­ა, ვიდ­რე 9-მილიონიანი ფორ­ვარ­დი, მაგ­რამ სელ­ტიქ­ს­ში ამას ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. რეი ალენ­მა დაც­ვა ბო­ლოს, სადღაც, 4-5 წლის წინ ითა­მა­შა და ბოს­ტონ­ში შუ­ტერს მა­ინც ენ­დო­ბი­ან. და სელ­ტიქ­ს­ში წელს ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად იქ­ნე­ბა, თუ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნე­ბა ამ პა­ტა­რა კა­ცუ­ნას. 
რონ­დო არ არის მო­და­ში შე­მო­სუ­ლი კომ­ბოG­u­a­r­d­-ი, ანუ კლა­სი­კუ­რი ფლე­ი­მე­ი­ქე­რია და თუ იდე­ა­ლურ სას­როლ პო­ზი­ცი­ა­ში არ რჩე­ბა, სხვა­ზე თა­მა­შობს, სხვას და მთლი­ა­ნად გუნდს უიოლებს ქუ­ლე­ბის აღე­ბას. რონ­დო ხსნის (6.3), რონ­დო ანა­წი­ლებს (16.8, I ად­გი­ლი ლი­გა­ში), რონ­დო ქუ­ლებს იღებს (10.7) და დაც­ვა­ში მაგ­რად ზის (2.0 ჩაჭ­რა). 
 
რა­ჟონს არ უყ­ვარს სწრა­ფი მან­ქა­ნე­ბი, არ უს­მენს რეპს, უს­მენს ქან­თ­რის, არ ეწე­ვა არა­ფერს, სვამს დი­დი დო­ზით რძეს და უყ­ვარს ბა­ნა­ნის იოგურ­ტი. რონ­დო კლა­სი­კუ­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი და არაკ­ლა­სი­კუ­რი მი­ლი­ო­ნე­რი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი­ა. 
 
სელ­ტიქ­ს­მა პირ­ვე­ლი­ვე დღეს მა­ი­ა­მის ასი­ა­მოვ­ნა და რა­ჟონს ლებ­რონ­თან და დუ­ე­ინ­თან აჟი­ტი­რე­ბუ­ლი VS-დან 17 პა­სი და გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი დარ­ჩა სა­მახ­სოვ­როდ. ჰიტ­საც ბევ­რი ემახ­სოვ­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ლებ­რონს, რომ­ლის კლივ­ლენდს რა­ჟონ­მა შარ­შან 3 ტრიპლ დაბ­ლი გა­უ­კე­თა. 
 
ჯე­იმ­სის კო­მენ­ტა­რი მოკ­ლე, ლა­კო­ნუ­რი, ლებ­რო­ნუ­რი იყო  – The MAN. 

კომენტარები