შემდეგი კიმი

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე სი­ღა­რი­ბის კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე­ა. მე­დი­ის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ამ ფაქ­ტ­მა გა­მო­იწ­ვი­ა. ჯა­რის­კა­ცებ­მა სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი დრო­ე­ბით და­ი­ვიწყეს და კიმ ჩენ უნის ვი­ლის მშე­ნებ­ლო­ბას შე­უდ­გ­ნენ. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, შიმ­ში­ლით შე­წუ­ხე­ბუ­ლებ­მა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ფერ­მე­რე­ბის ოჯა­ხებ­შიც „შეისეირნეს”. ამან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ში ძა­ლი­ან დი­დი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­მო­იწ­ვია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ძა­ბა.
კიმ ჩენ უნი, კიმ ჩენ ირის უმ­ც­რო­სი შვი­ლი­ა. მას ასე­ვე ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და ორი ვა­ჟი ჰყავს. მათ შო­რის უფ­რო­სი კიმ ჩენ ნა­მი­ა. სწო­რედ მას და კიმ ჩენ უნს უკავ­შირ­დე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი კო­რე­უ­ლი სკან­და­ლი: სამ­ხ­რეთ კო­რე­ის ერ­თ­-ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის გან­ცხა­დე­ბით, კიმ ჩენ ირის უფ­როს შვილ­ზე თავ­დას­ხ­მა მზად­დე­ბო­და, რომ­ლის დამ­კ­ვე­თიც მი­სი­ვე ნა­ხე­ვარ­ძ­მა და კო­რე­ის მო­მა­ვა­ლი მმარ­თ­ვე­ლი კიმ ჩენ უნი იყო. ამ თავ­დას­ხ­მის მიზეზი, რო­გორც ამას უცხო­უ­რი მე­დია ამ­ტ­კი­ცებს, კო­რე­ის დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­მი­სად­მი კიმ ჩენ ნა­მის ოპო­ზი­ცი­ურ­ი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ხში­რად გა­მო­დი­ო­და მა­მა­მი­სის და თავი­სი ძმის მმარ­თ­ვე­ლო­ბის კრი­ტი­კით. იგი ხაზს უს­ვამს, რომ პი­რა­დად მას ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვ­ლის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არა აქვს და იმი­თაც მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ სა­კუ­თარ ძმას ჩი­ნე­თი­დან, მი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან და­ეხ­მა­რე­ბა.
კიმ ჩენ ნა­მის მო­საზ­რე­ბებს ჩი­ნე­თის და იაპო­ნი­ის გავ­ლე­ნი­ან წრე­ებ­ში იზი­ა­რე­ბენ. ის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­ად გა­მო­ხა­ტავს უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ჟა­მინ­დე­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია კი, რო­მე­ლიც თავს პროგ­რე­სუ­ლად მი­იჩ­ნევს, უკ­ვე სა­მი თა­ო­ბა­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერთ ოჯახს უნარ­ჩუ­ნებს. კიმ ჩენ ირმა ძალაუფლება მამისგან, კიმ ირ სენისგან მიიღო.
და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ხალ­ხ­თან და ძმას­თან, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ფარ­თო კავ­ში­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი, კიმ ჩენ უნის­თ­ვის დი­დი თავ­სა­ტე­ხი­ა. კო­რე­ა­ში მოვ­ლე­ნა­თა შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
 

 

კომენტარები