იტალიური ფეხბურთის ისტორიაში 2006 წლის ზაფხულში აგორებული უდიდესი სკანდალი რამდენიმე კლუბისთვის და მაღალჩინოსნისთვის ძალიან ცუდად დასრულდა.
მსაჯების დაშინებასა და მეტოქეების მოსყიდვაში მხილებულთაგან ყველაზე ძალიან იტალიის საუკეთესო კლუბი ტურინის იუვენტუსი დაისაჯა: 2005 და 2006 წლებში მოპოვებული ორი სკუდეტო (ჩემპიონის ტიტული) ჩამოართვეს, სერია ბ-ში გაამწესეს და ჩემპიონატი დაქვითული ქულებით დააწყებინეს. ამას გარდა, იუვენტუსის სამი მმართველიდან ორს – ლუჩანო მოჯის, ანტონიო ჯირაუდოს – 5-5 წლით აუკრძალეს არათუ ფეხბურთში, ზოგადად, სპორტში მოღვაწეობა, ტრიუმვირატის მესამე წევრი, რობერტო ბეტეგა კი მხოლოდ ორი წლით დასაჯეს.
იუვენტუსისთვის ჩამორთმეული ორი სკუდეტოდან ერთი – 2006 წლის – მილანის ინტერს მიაკუთვნეს, თუმცა ახლახან მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ სკანდალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიცაა გახვეული. ყოველ შემთხვევაში, იუვენტუსის ადვოკატები აცხადებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერებში ინტერის ბრალეულობაც იკვეთება – კლუბის წარმომადგენლები მსაჯებზე ზეწოლას ახდენდნენ.
მილანის ინტერის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია, ცხადია, უარყო, მაგრამ იუვენტუსის კაპიტანს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ალესანდრო დელ პიეროს ეს ნაკლებად აღელვებს. სააგენტო ანსა-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავდამსხმელმა განაცხადა: 2005 და 2006 წლებში ჩვენ სამართლიანად მოვიგეთ სერია ა, მაგრამ ორივე ტიტული ჩამოგვართვეს. ჩვენმა ადვოკატებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სკუდეტოების ჩამორთმევა აბსურდული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სასამართლომ აზრი არ შეიცვალა. საბედნიეროდ, ამ უსამართლობის გამოსასწორებლად მუშაობა კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებ, მალე იუვენტუსს სამართლიანად მოგებულ და უსამართლოდ ჩამორთმეულ ორ ტიტულს დაუბრუნებენ.
იტალიური პრესის ცნობით, სკანდალთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა ნოემბრის მიწურულს გაიმართება.