12 ოქტომბერს ჰურუნის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩინელ მილიარდერთა სიმდიდრე საშუალოდ 2 წლის განმავლობაში 64%-ით, ხოლო წელს 26%-ით გაიზარდა. 2010 წელს შიდა საფონდო ბაზარი 10%-ით დაეცა. ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობისა და ტანსაცმლის სფეროში სწრაფი პროგრესი გრძელდება. სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში ზრდა ნაკლებია.
ჩინეთში დაახლოებით 400-დან 500-მდე მილიარდერია, უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. მათი სიმდიდრის 95% შიდა მოხმარებაზე ორიენტირებულ წარმოებას უკავშირდება, 5%-ს კი ექსპორტი შეადგენს. მილიარდერთა 99%-მა ქონება დამოუკიდებლად დააგროვა.
ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი არის Wahaha-ს დამაარსებელი, 65 წლის ჭონ ცინჰოუ, 12 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონებით. წინა წელთან შედარებით, ცინჰოუმ საკუთარი მაჩვენებელი 11 ადგილით გააუმჯობესა. Wahaha ჩინეთის დომინანტური სასმელის კომპანიაა. კომპანია 30 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. მისი მოგება წელს 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ფარმაცევტული კომპანია ჰეპალინკის მფლობელი ლი ლი & ოჯახი 6 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და სიმდიდრით მეორე ადგილზეა. ჰეპალინკი, რომელიც 1998 წელს ლი ლიმ, მისმა ცოლმა და ცოლის ბიძაშვილმა დააარსეს, ღორის ნაწლავებისაგან ჰეპარინს ამზადებს. ჰეპარინი სისხლის გამათხელებელი და შედედების საწინააღმდეგო პრეპარატია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფარმაცევტული მრეწველობა ჰურუნის ხუთეულში მოხვდა.
მსოფლიოს 20 უმდიდრესი ქალიდან 11 ჩინელია. 53 წლის ჭანგ უინი ბიზნესმენი ქალია, რომელმაც ქაღალდის წარმოება დამოუკიდებლად შექმნა. მისი ქონება, ორი წლის განმავლობაში, 1 მილიარდი აშშ დოლარიდან 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უძრავი ქონების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი, 46 წლის ვუ იაუნი მეორე ადგილზეა – 4.1 მილიარდი აშშ დოლარით.
ჩინელ მილიარდერ ქალთა სამეულს სასტუმროების ქსელის მფლობელი, 69 წლის ჩენ ლიუა ასრულებს – 4 მილიარდი აშშ დოლარით.
ჩინელ ქალთა წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ამ თაობამ მემკვიდრეობით მხოლოდ სიღარიბე მიიღო და იძულებული გახდა, სიმდიდრე თავად შეექმნა.
კომუნისტური ჩინეთი მკვეთრი სოციალური კონტრასტების ქვეყანაა – 1 მილიონზე მეტი მილიონერის გვერდით გვხვდება 300 მილიონამდე ჩინელი მუშა, რომლის დღიური შემოსავალი 1 დოლარზე ნაკლებია.