ინგლისის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება გადაწყვიტა. გაზეთ დეილი მეილის ცნობით, შესაძლოა, ფეხბურთელმა იანვარშივე გამოიცვალოს გუნდი.
მას შემდეგ, რაც რუნი მეძავებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კლუბის მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რუნიმ ევერტონთან მატჩი გამოტოვა, მომდევნო შეხვედრებში – სანდერლენდთან, ვალენსიასთან და ვესტ ბრომვიჩთან – კი ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი. მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა.
„მას კაპიტნობისთვის ვამზადებდი, მაგრამ ასეთი საქციელის შემდეგ ის საამისოდ არ გამოდგება”, – განაცხადა სერ ალექსმა.
უეინ რუნის კონტრაქტი წელიწად-ნახევარში იწურება, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი, რის მიხედვითაც ფეხბურთელს შეუძლია კლუბს წლიური ხელფასი გადაუხადოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. ოფიციალური ინფორმაციით, უეინ რუნის გასამრჯელო სეზონში 8 მილიონი დოლარია, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 110 მილიონი.
ბრიტანელი ჟურნალისტები მოვლენათა ზემოთ აღწერილ განვითარებას კარსმომდგარ კრახს უწოდებენ. ცნობილია, რომ ოლდტრაფორდული გუნდის გრძელვადიანი ვალი 700 მილიონ გირვანქას აჭარბებს, ასეთ დროს კი 110 მილიონის დაკარგვა, სხვა არაფერია, თუ არა კრახი.
და ვის სურს რუნის ხელში ჩაგდება?
ჯერჯერობით ორი კლუბი სახელდება: მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი. ესპანელთა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ რეალი ზამთრის სატრანსფერო სეზონში ფეხბურთელთა შეძენას არ გეგმავს, მანჩესტერ სიტის მესვეურთა აზრი კი უცნობია. გაზეთ ტაიმსის ინფორმაციით, სიტი მზადაა უეინ რუნის სანაცვლოდ იუნაიტედის საბანკო ანგარიში იანვარში 45 მილიონი გირვანქით შეავსოს.
ასეთ დროს აჩქარება დამღუპველია, არც ნერვების აყოლაა კარგი. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დროდადრო ხდება გაუგებრობა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამის გამო გუნდი არ უნდა დაზარალდეს. დარწმუნებული ვარ, პრობლემა მალე მოგვარდება, – ეს სიტყვები მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას და ექსკაპიტანს როი კინს ეკუთვნის.
ის 12 წლის მანძილზე თამაშობდა იუნაიტედში, თუმცა გუნდი სწორედ რომ ფერგიუსონთან კონფლიქტის გამო დატოვა...