ეს ხალხი კალათბურთს სხვაზე უკეთ თამაშობს და ამაში დიდ ფულს იღებს. უბრალოდ, ხანდახან წესრიგს არღვევენ, ცელქობენ და ამას არც მალავენ. წარმოგიდგენთ NBA-ს მილიონერი კრიმინალების სასტარტო ხუთეულს მთავარი მწვრთნელით და სათადარიგოებით. ამ გუნდს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონობა.
სასტარტო ხუთეული
გამთამაშებელი: გილბერტ არენასი
Agent Zero-ს, ანუ არენასის სუსტი წერტილი კოლეჯიდან მოყოლებული, ცეცხლსასროლი იარაღია.
2003-ში კალიფორნიის ერთ-ერთ ჰაივეიზე გილბერტი დაკოკაინებული მართავდა მანქანას. პოლიციელებმა არენასს მანქანიდან გადმოსვლა თავაზიანად შესთავაზეს, გილბერტმა სცადა გადმოსვლა, იქვე წაბარბაცდა და გაითიშა. მანქანაში 4 გრამი კოკაინი, ორი პარკი მარიხუანა და ჰალუცინატორები აღმოაჩინეს. არენასმა წინასწარი დაკავების საკანში 12 დღე გაატარა და 125 ათასი დოლარი გადაიხადა.
2006-ში თანაგუნდელ ოუი სთოურისთან ერთად გილბერტმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ უბანში ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პოლიციელების მიახლოებისას, სთოურიმ რამდენიმეჯერ გაისროლა. არენასმა ოფიცერს სთოურის კეპი გაარტყა სახეში და დაამატა, მე ვარსკვლავი ვარ და შენ – არარაობაო. 24 დღე წინასწარი დაკავების საკანში და გილბერტის საბანკო ანგარიში 255 ათასი დოლარით შემსუბუქდა.
ბოლო ინციდენტი 2009 წლით თარიღდება. უიზარდსის დამლაგებელმა გასახდელში ოთხი (!) გლოკი იპოვა. არენასმა აღიარა, რომ წინა ღამეს იარაღი მეჯვარისთვის საჩუქრად შეიძინა, მაგრამ გასახდელში LSD-ს მიღების შემდეგ, იქვე დარჩა საჩუქარი. ლიგამ არენასი სეზონის ბოლომდე (უხელფასო) დისკვალიფიკაციით დასაჯა. გილბერტმა 12 მილიონი დოლარი დაკარგა.
მსროლელი: დელონტე უესტი
2009.17 სექტემბერი. ლიგამ და პრინციპში, ყველამ, ახალი დელონტე უესტი გაიცნო.
დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში უესტმა მოძრაობის წესები დაარღვია. პოლიციის ოფიცერთან საუბრის დაწყებამდე დელონტემ გახსნა გიტარის კეისი და იქიდან ორი გლოკი ამოიღო. ოფიცერმა მას იარაღის გადაგდება უბრძანა, უესტმა კი სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა, რადგან შემთხვევის ადგილზე მომენტალურად გაჩნდა კიდევ სამი პოლიციელი და უესტი უახლოეს ციხეში გადაიყვანეს.
მანქანაში პოლიციამ ორი მაჩეტე, ორი ავტომატი, 12 გრამი ჰეროინი და რამდენიმე ჰალუცინატორი აღმოაჩინა.
უესტმა ორი თვე ციხეში გაატარა, გადაიხადა 450 ათასი დოლარი და რამდენიმე თვის წინ თავისი ძმაკაცის, ლებრონ ჯეიმსის დედა ცოლად მოიყვანა.
მსუბუქი ფორვარდი: სტივენ ჯექსონი
მოედანზე სტივენი ოპონენტს არ ინდობს.
მოედნის მიღმა სტივენი არავის არ ინდობს.
2006 წლის 7 ოქტომბერს სტივენი ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. მოცეკვავე გოგონასთან საუბრის დროს ჯექსონს ერთ-ერთმა კლიენტმა შემთხვევით მხარი გაკრა. სტივის ბოდიში მოუხადეს, ჯექსონმა კი იარაღი ამოიღო და ჰაერში ხუთჯერ გაისროლა. სტივი მიუახლოვდა იმ ადამიანს, რომელმაც მას „ხელი გაარტყა” (ჯექსონი ამას დაკითხვაზე იტყვის) და იარაღი პირში ჩაუდო. მერე მოცეკვავეს ხელი გადახვია და კლუბიდან გავიდა. ჯექსონი იმავე ღამეს სასტუმროში დააკავეს. სტივიმ გისოსებს მიღმა მხოლოდ ერთი კვირა გაატარა, მაგრამ ლიგამ მოთამაშეს 255 ათასი დოლარი გადაახდევინა და 2 თვის განმავლობაში უსახლკარო ბავშვებისთვის მასტერკლასების უფასოდ ჩატარება დააკისრა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ სტივენი და ალენ აივერსონის დედის საყვარელი, პორტლენდში არასრულწლოვან მეძავებთან სექსუალური ურთიერთობისთვის დააკავეს. ძმაკაცებმა 12 ათასი დოლარი გადაიხადეს. სტივი ამის მერე პატიოსანი მოქალაქე და ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი მესამე ნომერი გახდა.
მძიმე ფორვარდი: რონ არტესტი
არტესტი ბოლო დეკადის კლასიკური ანტისპორტსმენია.
2004-ში პისტონზის და პეისერზის მატჩის დროს, არტესტმა გადაინაცვლა გულშემატკივრებში, სადაც დეტროიტის ფანს სახის ძვალი გაუტეხა, პოპკორნის გამყიდველს ტვინის შერყევა მიაღებინა და გამომცხადებელს მიკროფონი გაუტეხა. მანამდე რონმა მოედანზე ჩხუბიც მოასწრო. ლიგამ რონი 73-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია. არტესტმა 7 მილიონი დოლარი დაკარგა.
2002-ში რონმა მეგობარ გოგონას, ლინდსი ჯეფრიზს საფერფლით თავი გაუტეხა და 2 კვირით წინასწარი დაკავების საკანში მოხვდა. არტესტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ინტერვიუდან სამ დღეში ლინდსის მანქანა დაუწვა.
2003-ში რონმა ერთ-ერთი მატჩის დროს ოპერატორს კამერა წაართვა, იქვე, სათადარიგოების წინ დაამსხვრია და მშვიდად ჩამოჯდა სკამზე. რონს ახალი კამერა აყიდინეს, ოპერატორისთვის კი კომპენსაციის სახით 75 ათასი დოლარი გადაახდევინეს.
2007-ში არტესტი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შედის, გამყიდველი მას თავაზიანად სთხოვს, იქნებ ძაღლი (არტესტს ამერიკული სტაფი ჰყავდა) გარეთ დატოვოთო... რონის რეაქცია? არტესტმა ძაღლი გამყიდველზე მიუშვა და მარკეტის დაცვა იძულებული გახდა, რონის ერთგული მეგობარი იქვე დაეცხრილა. არტესტმა სამი კვირა ციხეში გაატარა.
ცენტრი: კრის ანდერსენი
Birdman, Sexy Giant, Serial Killer, Tank – ეს კრის ანდერსენის მეტსახელებია.
„უბანში უფრო ფრედი კრიუგერის ან ჯეისონ ურჰიზის ნახვა გამიხარდება, ვიდრე – კრის ანდერსენთან შეხვედრა”, – იტყვის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი კრის პოლი.
კრის ანდერსენი არ არის ვარსკვლავი. კრის ანდერსენი ყოველთვის ოპონენტის საუკეთესო მაღლებს იყვანს და კრის ანდერსენი ყოველწლიურად შიდსით დაავადებულთა ფონდში ნახევარ მილიონ დოლარს რიცხავს. უბრალოდ, საკმაოდ ხშირად პოლიციელებთან უთანხმოება აქვს.
2000-2009 წლებში კრისი 14-ჯერ (!) დააპატიმრეს პოლიციის ოფიცრებთან შელაპარაკების, ჩხუბის გამო. არანაირი ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი. უბრალოდ, კრისს არ უყვარს პოლიციელები.
„პოლიცია ზედმეტია. პოლიციის გარეშე უფრო მშვიდად ვიქნებით. ხალხი ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, დაშინებულია. პოლიციის ყველა ოფიცერი რიგში ჩადგეს და სათითაოდ ერთ ადგილზე მაკოცოს”, – ამ სიტყვების შემდეგ კრისმა 2006-ში 95 ათასი დოლარი გადაიხადა.
2007-ში კრისი მეგობარ გოგონასთან ერთად პარიზში იმყოფებოდა. ანდერსენმა ერთ-ერთ მაღაზიაში პოლიციელი დაინახა, მოიხსნა მზის სათვალე, მიუახლოვდა პოლიციელს და ერთი დარტყმით გათიშა. ანდერსენს 35 ათასი დოლარი გადაახდევინეს და პარიზში სამუდამოდ აეკრძალა ჩასვლა.
„ვერასოდეს გავაკეთებ იმას, რაც არ მიყვარს. არ მიყვარს ნაყინი, არ მიყვარს კატები, არ მიყვარს სექსი იაფ მოტელში და არ მიყვარს პოლიცია. ასეთი ვარ. ვერასოდეს შევიცვლები”, – იტყვის ერთი წლის წინ კრისი.
მწვრთნელი:
აიზია ტომასი
სათადარიგოები:
ალენ აივერსონი, ზაკ რენდოლფი, მაიკლ ბისლი, რაფერ ალსტონი, ჯეისონ რიჩარდსონი, ლენს სტივენსონი, გლენ რობინსონი.