გოგრის სალათა იტალიური ლორით

2 ულუფა
მასალა:
საშუალო ზომის გოგრის ნახევარი
1 მოზრდილი შეკვრა სალათის ფოთოლი
250 გრამი პროშუტო (მშრალად გამოყვანილი ლორი, უმჯობესია San Daniele)
100 გრამი პარმეზანი
1 კბილი ნიორი
350 გრამი ზეითუნის ზეთი
100 გრამი ძმარი შავი ბალზამიკო
ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
მარილი
თეთრი პილპილი
ჯამში 15 ლარი


მომზადების წესი:

შემოაჭერით გოგრას კანი და დაჭერით კუბებად. დანაყეთ ერთი კბილი ნიორი, მოასხით 150 გრ. ზეითუნის ზეთი და 50 გრ. ბალზამიკო. მიღებულ მასაში ამოავლეთ გოგრის კუბები და მოათავსეთ ღუმელში 20-30 წუთი.
სალათის თასში ჩაასხით 200 გრ. ზეითუნის ზეთი და 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი. მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, მარილი და თეთრი პილპილი გემოვნებით, გადაურიეთ. საკაზმს დაუმატეთ სალათის ფოთლები, ზემოდან დაადეთ პროშუტოს ნაჭრები და შემწვარი გოგრის კუბები.
სალათს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული ( ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).



 

კომენტარები