პასტა კრევეტით შამპანურის სოუსში

2 ულუფა
მასალა:
ნახევარი შეკვრა პასტა
ნახევარი შეკვრა კრევეტი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
200 გრ. ნაღები
50 გრ. ყველი პარმეზანი
შამპანური
შავი პილპილი
ჯამში 12 ლარი 

  

მომზადების წესი:

30 გრ. ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენში ჩაალბეთ კრევეტები 10 წუთით.
კარგად გააცხელეთ ტაფა და მოათავსეთ მასზე კრევეტები, შეწვით უცხიმოდ.
პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით 20 გრ. ზეითუნის ზეთი და 200 გრ. ნაღები, წამოადუღეთ და დაუმატეთ 50 გრ. (წვრილად გახეხილი) პარმეზანი, ნახევარი ჭიქა შამპანური და კვლავ წამოადუღეთ ორი წუთი. გადმოდგით, შეურიეთ შემწვარი კრევეტები.
მოხარშეთ პასტა და მოასხით გამზადებული ნაღები კრევეტით, სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შავი პილპილი (გემოვნებით).

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული ( ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

 

 

კომენტარები