გასპაჩო - ცივი საზაფხულო სუპი

4 ულუფა
მასალა:
3 პომიდორი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
რამდენიმე წვეთი ტობასკო
შავი პილპილი
მარილი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ხახვი
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
ჯამში: 4 ლარი 



მომზადების წესი:
პომიდორს შემოაცალეთ კანი, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. დაჭერით ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა, ორივე მოთუშეთ ზეითუნის ზეთში და მოთუშული მასა შეურიეთ პომიდორს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ტობასკო, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.  ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ და სუპი მზად არის.

წვრილად დაჭერით 1 კიტრი, მწვანე ბულგარული წიწაკა, ნახევარი შეკვრა მწვანე ხახვი და მოაყარეთ ღრმა თეფშებზე განაწილებულ სუპს. გასპაჩოს მოუხდება კრუტონი (წვრილად დაჭრილი პურის ორცხობილა).

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) , 

 

კომენტარები