ინდოელი სტუდენტის გარდაცვალება

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.

28 მაისს, რადიო თავისუფლება, ინდურ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ გაუჩინარებამდე სტუდენტს ბინის მეპატრონესთან ჰქონდა დაპირისპირება, რომელიც ასევე ინდოეთის მოქალაქე იყო.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, 27 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაწერა, რომ სტუდენტის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სასწავლებელში 15 მაისს შევიდა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო აქტიური საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები