სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად ახლა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაც არის ღია.
ფაშინიანმა საქართველოსა და თურქეთში პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ფაშინიანი X-ზე წერს.
"მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდგომ ახლა საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი განვითარებაა. გამოვხატავ მადლიერებას ჩვენი პარტნიორებისადმი თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის". - წერს ფაშინიანი.




