სირიის დედაქალაქ დამასკოში, დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, ერთი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე, 18 ადამიანი კი დაშავდა. აფეთქება თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ მოხდა.
სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცებმა დედაქალაქის ბაბ შარკის რაიონში, თავდაცვის სამინისტროს შენობის მახლობლად, სხვა ბომბი აღმოაჩინეს და მის დემონტაჟს ცდილობდნენ, როცა იქვე ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.




