უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026

უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ბუდაპეშტში ორბანს შეხვდება

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი / X

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, რის ფარგლებშიც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს და აშშ-უნგრეთის ურთიერთობებზე სიტყვით გამოვა.

ვიცეპრეზიდენტის სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, ვენსთან ერთად ბუდაპეშტში მეორე ლედი, უშა ვენსიც ჩავა. 

"მომდევნო სამშაბათს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთს ეწვევა. მოუთმენლად ველი ბუდაპეშტში თქვენს გამასპინძლებას!" - წერს ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი 12 აპრილს დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი კვირით ადრე გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

მანამდე, 25 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა და უნგრელებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა. 

კომენტარები