აშშ-ს ვიზა

საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს ტურისტული ვიზისთვის, შესაძლოა, 15 000-ის გირაოს გადახდა მოუწიოთ

GDA via AP Images

აშშ საქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს - საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად, შესაძლოა, $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდა მოუწიოთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.

38 ქვეყნიან სიას, საქართველოსთან ერთად, 12 სახელმწიფო ემატება, მათი უმეტესობა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. საქართველო აღნიშნულ სიაში ერთადერთი ევროპული ქვეყანაა.

კონკრეტული ქვეყნები სავიზო გირაოს პროგრამის სიაში მათი მოქალაქეების მიერ ვიზის პირობების დარღვევის შემთხვევების სიხშირის გამო ხვდებიან. პროგრამის მიზანი აშშ-ში არალეგალური მიგრაციის რისკების აღმოფხვრაა.

გირაოს გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში დგება, თუ ვიზის ოფიცერი სავიზო ინტერვიუს დროს ჩათვლის, რომ ვიზის მსურველი მიერ აშშ-ში დარჩენის ვადის დარღვევის შესაძლებლობა არსებობს. გადაწყვეტილება გირაოს რაოდენობის შესახებ ასევე სავიზო ოფიცერი იღებს.

სავიზო გირაო დაუბრუნდებათ იმ ვიზის მიმღებებს, რომლებიც სამშობლოში ვიზის პერიოდისა და გირაოს პირობების შესაბამისად დაბრუნდებიან, ან საერთოდ არ იმოგზაურებენ.

სიას შემდეგი ქვეყნები ემატებიან: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელების კუნძულები და ტუნისი.

მანამდე სიაში შედიოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნამიბია, უგანდა, ტუვალუ და ა.შ.

კომენტარები