შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული 2 დღის განმავლობაში, მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, სულ დაკავებულია 51 პირი.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.
"პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები , ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სსკ 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.
ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით: თბილისის გარდა, რომელ რეგიონებში ჩატარდა საპოლიციო ღონისძიებები, რაზეც უწყებამ გვიპასუხა, რომ ვერ დაგვიკონკრეტებს და "ვიხელმძღვანელოთ ტექსტში გავრცელებული ინფორმაციით".





