კრიმინალი

"სექსუალური ძალადობისთვის ინტერპოლით ეძებდნენ" - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - წერს შსს.

კომენტარები