ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთით უკმაყოფილოა და თქვა, რომ მათთან ვაჭრობას გაწყვეტენ. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
აშშ-ს პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა, რომ ესპანეთმა, როგორც NATO-ს წევრმა ქვეყანამ, თავდაცვის ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდაზე უარი თქვა. ესპანეთის ხელისუფლების ქცევებს ტრამპმა "არამეგობრული" უწოდა.
"ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ამას არა უშავს. არ გვინდა ამის გაკეთება. მათ ბაზებს გამოვიყენებდით, რომ გვნდომებოდა. უბრალოდ მივფრინდებოდით და გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვოდა, არ გამოიყენოთო. მაგრამ არ გვჭირდება. ისინი არამეგობრულები იყვნენ...
ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს, რაც გვჭირდება, დიდებული ხალხის გარდა - მათ დიდებული ხალხი ჰყავთ, მაგრამ არ ჰყავთ დიდებული ლიდერები.
მოგეხსენებათ, NATO-ში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც 5%-მდე გაზრდას არ დათანხმდა. მგონი არანაირ გაზრდას არ დათანხმდნენ. მათ სურთ 2%-ზე შენარჩუნება... ასე რომ, ჩვენ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არაფრის კეთება გვსურს ესპანეთთან" - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი პრეზიდენტს დაეთანმხა, რომ მას ესპანეთთან ვაჭრობის შეჩერაბ შეუძლია.





