აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ზელენსკი ირანზე: შეიძლება ცის დაცვისთვის რაკეტების მიღების სირთულეს შევეჩეხოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

იტალიურ მედიასთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ირანზე იერიშები "სწორი გადაწყვეტილება" იყო, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას, შეიძლება, დასავლელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიღება გაუჭირდეს.

"ირანის სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო. ირანელები რუსეთისთვის ბევრ შეიარაღებას აწარმოებენ, კერძოდ დრონებსა და რაკეტებს, თუმცა ახლა, ვფიქრობ, ამის გაკეთება აღარ შეეძლებათ და ამის ნაცვლად, შესაძლოა, რუსეთმა შეაიარაღოთ." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიღების სირთულეებს შეეჩეხოს, რადგან ეს ყველაფერი დასავლელ პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში დასჭირდებათ.

"შეიძლება შევეჩეხოთ ცის დაცვისთვის საჭირო რაკეტებისა და შეიარაღების მიღების სირთულეებს. ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და მოკავშირეებს ისინი შეიძლება თავდაცვისთვის გამოადგეთ - მაგალითად, Patriot-ის რაკეტები." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები