მორატორიუმი ძაღლების მოშენებაზე

რამდენიმე ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება

ივანიშვილის მთავრობის 27 თებერვლის დადგენილებით, "ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით" კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე დადგენილების ამოქემდებიდან 3 წლის განმავლობაში მორატორიუმი ცხადდება. 

დადეგილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შედის.

დადგენილების თანახმად, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად ჩაითვლება და მორატორიუმი ცხდდება შემდეგ ჯიშებზე:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი;
  • ფილა ბრაზილეირო;
  • სტაფორდშირის ტერიერი;
  • არგენტინული დოგი;
  • ტოსა ინუ;
  • კანე კორსო
  • სტაფორდშირ ბულ ტერიერი;

ასევე მორატორიუმი ცხადდება სხვა ჯიშის ძაღლებზე:

  • ჰასკი;
  • მალამუტი
  • ლაიკა.

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის  ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით. [...]

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები" - ნათქვამია დადგენილებაში. 

დადგენილებას ხელს ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. 

ივანიშვილის პარლამენტის მიერ, 2025 წლის ივლისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების, კერძოდ, 103​³-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით". 

კომენტარები