ნარკოდანაშაული

ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იმერეთის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, იმერეთის პოლიციის თანამშრომელი, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები