აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

იერუსალიმის ოლქში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა

სამაშველო სამუშაოები ბეით-შემეშში
ისრაელის პოლიცია

ისრაელში, იერუსალიმის ოლქში მდებარე ქალაქ ბეით-შემეშში ირანული ბალისტიკური რაკეტის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა.

რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ უბანში დაეცა, გაანადგურა სინაგოგა და მძიმე ზიანი მიაყენა ბომბსაფარსა და მიმდებარე სახლებს.

ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო სამსახური აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე რვა ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა, ხოლო 28 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი პირის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები