აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Ynet: ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური

მოჰამად პაკპური

ისრაელური გამოცემა Ynet-ის სამხედრო კორესპონდენტი, იოსი იეჰოშუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) მეთაური, მოჰამად პაკპური.

ჟურნალისტი წერს, რომ პაკპური თავდაპირველ იერიშებში დაიღუპა. პაკპური თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს ისრაელმა მოკლა.

IRGC ირანში უძლიერესი სამხედრო უწყებაა, რომელსაც ირანის რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის რეპრესიის ინსტრუმენტადაც ხშირად იყენებს. სწორედ მისი მეშვეობით არბევდა ირანი დემონსტრანტებს გასულ თვეებში, რასაც, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, 32 000 ირანელი ემსხვერპლა.

კომენტარები