ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ისრაელის ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ რთულ მომენტში და მის ფარგლებს გარეთაც ინდოეთი ისრაელის გვერდზე "მტკიცედ და სრული რწმენით" დგას.
"ჩვენ ვგრძნობთ თქვენს ტკივილს, ვიზიარებთ თქვენს გლოვას. ინდოეთი ამ მომენტში და მის ფარგლებს გარეთაც ისრაელის გვერდზე მტკიცედ და სრული რწმენით დგას " - თქვა მან.
"მე თან ინდოელი ხალხის უღრმესი სამძიმარი ჩამოვიტანე ყოველი დაკარგული სიცოცხლისთვის და ყოველი ოჯახისათვის, რომელთა სამყაროც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიმსხვრა" - განაცხადა მოდიმ ქნესეთში.
მოდის გამოსვლის შემდეგ ისრაელის პარლამენტის სპიკერმა, ინდოეთის პრემიერმინისტრი "ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი წვლილის გამო" ქნესეთის მედლით დააჯილდოვა.





