დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩაფრინდნენ

Times of Israel

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ძალების მობილიზაციის ფარგლებში აშშ-ს სატვირთო და საწვავმზიდი თვითმფრინავები ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტში გამოჩნდნენ. 

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ტანკერები და სატვირთო თვითმფრინავები ისრაელში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩაფრინდნენ. 

ისრაელის მთავარ სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების ჩაფრენის შესახებ ისრაელის მთავრობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და ასევე უცნობია, რამდენი ხნით გაჩერდებიან თვითმფრინავები ისრაელში. 

სამხედრო საჰაერო მიმოსვლის ალიანსის (MATA) მიხედვით, რომელიც ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) დაახლოებით 30-მდე ანალიტიკოსისგან შედგება, ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში 85-ზე მეტი ტანკერი და 170-ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რის პარალელურადაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ იერიშების მიტანას განიხილავს, თუკი თეირანი ბირთვული შეთანხმების დასადებად აშშ-ს პირობებს არ დათანხმდება. 

კომენტარები