ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კირცხალია ივანიშვილზე: რესურსი და გამოცდილება ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა

დღეს ქართველი ერისკაცის, ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როცა საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია. ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნისა და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა.

მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ.

წერს ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია ოლიგარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

კომენტარები