ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე: პოლიტიკაში მოსვლით ივანიშვილმა საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას

დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია. „ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.

ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.

უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.

შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც მთავარია სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა - ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ!

წერს ივანიშვილის თბილისის მერი, კახა კალაძე ოლიგარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

კომენტარები