დასავლეთის სანქციები

ლუკაშენკო დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყნების გაერთიანებაზე რუსეთის წინადადებას ემხრობა

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტი

ბელარუსის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ემხრობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას, რომ დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყნები გაერთიანდნენ.

ლუკაშენკოს თქმით, მსგავსი კავშირის შექმნის შემთხვევაში სანქციების დამწესებელ ქვეყნებს მათი "შეეშინდებათ."

"თუ გავერთიანდებით და შეთანხმებას მივაღწევთ, მათ, ვინც სანქციები ჩვენ წინააღმდეგ დააწესა, შეეშინდებათ," ციტირებს ლუკაშენკოს ბელარუსის სამთავრობო მედია BelTA.

კომენტარები