აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა

ზახაროვა: სომხეთის არჩევანი ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიის შესახებ, რუსეთში კითხვებს აჩენს

მარია ზახაროვა 2025 წლის 20 ნოემბრის ბრიფინგზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის მიერ ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიის არჩევა რუსეთში კითხვებს აჩენს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

ზახაროვას თქმით, სომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია ითანამშრომლოს ნებისმიერ პარტნიორთან, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, "თუმცა, ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიის არჩევანი ნამდვილად აჩენს კითხვებს".

"ბუნებრივია, რომ კითხვებს აჩენს: რა არის ზუსტად ეს რეაქტორები და სად ფუნქციონირებენ ისინი ამჟამად?". - დაამატა ზახაროვამ.

ამასთან, ზახაროვას თქმით, აშშ-ს მიერ შემოთავაზებული მცირე ზომის ატომური ელექტროსადგურები რეალურად არ არსებობს.

"ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული მცირე ზომის რეაქტორები აშშ-ში არსად არსებობს, არც ქაღალდზე – ისინი მხოლოდ კონცეპტუალურად არსებობენ". - თქვა ზახაროვამ.

კომენტარები