რეკლამა

არ გამოგრჩეთ, BOG-ის სტუდენტური დასაქმების პროგრამა "ლიდერატორზე" რეგისტრაცია დღეს სრულდება (რ)

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე
მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს
რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
აძლევს.

რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს
შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge

„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს
ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ
გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ
კურსდამთავრებულებს.


2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
  • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
  • სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
  • საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
  • საბანკო სამართალი;
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
  • მონაცემთა მეცნიერება;
  • iOS დეველოპმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
  • ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა
500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება
საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ:
leaderator.bog.ge

კომენტარები