ჩვენი პოზიცია გრენლანდიაზე ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილს წარმოადგენს და მისი მომავალი გრენლანდიელთა და დანიელთა გადასაწყვეტია.
ასევე ცხადვყვეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მთლიანად NATO-სთვის არის მნიშვნელოვანი და ყველა მოკავშირემ მეტი უნდა გააკეთოს, რათა არქტიკის სხვადასხვა ნაწილებში რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გავუმკლავდეთ.
მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება NATO-ს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების დაცვისთვის სრულად არასწორია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ს ადმინისტრაციასთან განვიხილავთ.





