ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

თანხის დაუფლების მიზნით მოკლა ადამიანი - ბრალდებულს 19 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მიმდინარე წლის 28 მარტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ბრალდებულმა ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა დაზარალებული." - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები