დავიანგარიშეთ, როგორია ფასნამატი, ჯამური ფასნამატი არის 86% საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ისე სუპერმარკეტების ქსელებთან, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და საზოგადოებას გავაცნობთ შედეგებს.
[...] როგორც კი დავაანონსეთ ეს პროცესი, ოპოზიციის 80% დადგა მაღალი ფასების მხარეს. პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ საზოგადოებას დაუმძიმონ მდგომარეობა. გამოვიდნენ ასეთი ბრალდებით, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ მაღალი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ.
[...] წინ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები, მათ შორის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თუ არის რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს შეკითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და მივაღწიოთ ფასების შემცირებას.





