დაჭრა მარნეულში

მარნეულში, ჩხუბისას მოსწავლემ თანასკოლელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა

მარნეულში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანასკოლელი დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ჩხუბისას ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები