პაპი ლეო მხარეებს უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პაპმა ლეომ უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

პაპმა "გაიმეორა, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და გამოხატა სურვილი, რომ მიმდინარე დიპლომატიურმა ინიციატივებმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანოს. ასევე, მოხდა ომის ტყვეებთან და უკრაინელი ბავშვების ოჯახებში დაბრუნების აუცილებლობის საკითხის განხილვა"  – წერია ვატიკანის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს მადლობა გადაუხადა და ის უკრაინაში მიიწვია.

"პაპს შევატყობინე აშშ-სთან ერთად მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ჩვენ განვიხილეთ დამატებითი ქმედებები და ვატიკანის მედიატორობა, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ გატაცებული ჩვენი ბავშვების დაბრუნებაა" – წერს ზელენსკი X-ზე.

კომენტარები