მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით.
შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და თქვენ ხედავდით, რომ სკანდალი შექმნეს რომ აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული.
(...) ვაპირებთ, მივმართოთ Ofcom-ს, ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოებს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რაც გაავრცელა.





