შსს-მ, ქალაქ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ს.ი. ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამ დროისთვის, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





