აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცოტა ხნის წინ ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა.
ტრამპი საუბრის შესახებ დეტალებს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.
"არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. პასუხია - კი" – ამბობს ტრამპი Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ტრამპმა ქვეყნებს მოუწოდა, ვენესუელას საჰაერო სივრცე სრულად დახურულად განიხილონ.
"ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკომოვაჭრეს და ადამიანებით მოვაჭრეს: გთხოვთ, ვენესუელას ზემოთ და მის გარშემო არსებული საჰაერო სივრცე სრულად დახურულად განიხილოთ" – წერს ტრამპი.
მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციამ მადურო უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრად გამოაცხადა
აშშ-ს მთავრობის მიხედვით, კარტელი, სახელად "მზეთა კარტელი" (Cartel De Los Soles), ვენესუელის მთავრობისა და არმიის მაღალჩინოსნების კორუფციულ, ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნიკოლას მადუროა. ვენესუელის პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ვაშინგტონის აზრით, ამ კრიმინალური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მადურო განაგებს.





