ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სოციალისტმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 91% და წინასწარი შედეგებით, მან ხმების 50.4% მიიღო.
მამდანის მთავარ მეტოქეს, ნიუ-იორკის შტატის ყოფილ გუბერნატორსა და დამოუკიდებელ კანდიდატ ენდრიუ კუომოს ხმების 41.6% აქვს.
სხვადასხვა ამერიკული გამოცემა ვარაუდობს, რომ ყველა ხმის დათვლის შემდეგაც მამდანი კვლავ გამარჯვებულის პოზიციაში დარჩება.
ცნობისთვის, არჩევნების წინა დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ენდრიუ კუომოს დაუჭირა მხარი და ქალაქისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა, თუ არჩევნებში ზოჰრან მამდანი გაიმარჯვებდა. ტრამპის შეფასებით, მამდანი არა უბრალოდ მემარცხენე სოციალისტი კანდიდატია, არამედ რადიკალი კომუნისტია.





