აშშ-ჩინეთის კონკურენცია

აშშ-მ და ავსტრალიამ ჩინეთთან გამკლავების მიზნით იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება გააფორმეს

ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 20 ოქტომბერი, 2025 წ.
AFP via Getty Images

აშშ-მ და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც იშვიათი წიაღისეულისა და სხვა სახის კრიტიკული მინერალების მიწოდების გაზრდაა იმ ფონზე, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ბაზარზე ჩინეთის დომინირებასთან გასამკლავებლად გზებს ეძებს. 

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ შეთანხმება მხარს დაუჭერს $8.5 მილიარდის ღირებულების რიგ "გამზადებულ" პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც ავსტრალია მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაფართოებას შეძლებს.

შეთანხმების ტექსტის მოიცავს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის მხრიდან აშშ-სა და ავსტრალიაში $1 მილიარდის ღირებულების ინვესტიციის ჩადებას. 

აღნიშნულ შეთანხმებაზე აშშ და ავსტრალია ტრამპის პირველი ვადიდან მოყოლებული მუშაობენ, თუმცა ალბანეზის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი მათ შორის პარტნიორობას "ახალ დონეზე" აიყვანს. 

კომენტარები