რუსული რეჟიმი

კობახიძე აქციებზე: ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული

ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული. რაც შეეხება პროტესტს, მთელი საზოგადოება, მათ შორის 1 100 000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე, საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე...

კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ, რასაც არ აკეთებენ ისინი, ხომ?! როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ, საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50 კაცი, ან 100 კაცი, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში. 

თქვა ივანიშილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკვეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება - ცვლილებები ქართულ ოცნებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეაქვს.

კომენტარები