თვითმმართველობა 2025

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის – ცესკოს მონაცემები

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 33.46%-ია. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში საარჩევნო უბნებზე მივიდა 273 929 ამომრჩეველი, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26.25%-ია. 

ცესკოს მონაცემებითვე, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 28.22%-ია. თბილისში - 231 015 ამომრჩეველი, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22.14%-ია. 

12:00 საათზე საქართველოს მასშტაბით არჩევნებზე 602 445-მა ამომრჩეველმა, სრული რაოდენობის 17.15%-მა მისცა ხმა, თბილისში - 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია. 

10:00 საათზე საარჩევნო უბნებზე 275 948 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა დაახლოებით 7.85%-ია. 10:00 საათზე თბილისში არჩევნებზე 63 500 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 6.09%-ია. 

კომენტარები