შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
"დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
უწყებას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა სავარაუდო დანაშაული და რამდენი ხანი იძებნებოდა აღნიშნული პიროვნება.





