ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელი ღაზიდან 48 საათით დამატებით გასასვლელ გზას ხსნის

MAHMUD HAMS / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 17 სექტემბერს ღაზიდან გასასვლელი დამატებითი მარშრუტი 48 საათით იხსნება, რათა ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაიცალოს და ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ძალისხმევა გაზარდოს.

ამჟამად ქალაქ ღაზაში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს. როგორც Reuters-ი წერს, მოსახლეობის ნაწილს ისრაელის ბრძანების შესრულება გზაზე შესაძლო საფრთხის, მძიმე პირობებისა და დევნილობის რისკის გამო არ უნდა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქ ღაზაში ოპერაციის მასშტაბის გაფართოება გამოაცხადა, მათმა ტანკებმა ქალაქისკენ წინსვლა სამი მიმართულებით დაიწყეს.

ისრაელის წარმომადგენლების განცხადებით, სამხედრო ოპერაციების მიზანი იყო მოსახლეობის სამხრეთით გადაყვანა და შემდეგი თვეების განმავლობაში ბრძოლის გამწვავება. მათივე თქმით, ისრაელი მოელოდა, რომ ქალაქში, რომლის აღებასაც, მათივე შეფასებით, რამდენიმე თვე დასჭირდება, დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩებოდა. ამავე განცხადების მიხედვით, ოპერაციის შეჩერება შესაძლებელია, თუ ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდება.

კომენტარები