სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან. ქალის სიტყვაა, რასაც ისინი კადრულობდნენ? იქ ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ლანძღავენ და იგინებიან.
შემდეგ ამაზე პასუხია. ბუნებრივია, მეორე მხარესაც არიან ახალგაზრდები, ემოციურები არიან.
რადიკალების მხრიდან იყო ორგანიზებული პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე იყო პასუხი. საელჩოები დუმან, ისევე როგორც ევროკავშირის და გერმანიის ელჩი. სად ხართ, რატომ იმალებით, ხმას რატომ არ იღებთ? ამ სცენარს ელოდებიან? ელოდებიან, რომ ქართველმა ქართველს ურტყას და დაიძაბოს ვითარება? შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აქ დიქტატურაა? ვერ ეღირსებიან. მათი უნიათო პოლიტიკის გამო ევროკავშირი ჩამოგენგრათ თავზე და რუსეთი კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა, რადგან უნამუსოები, არაკომპეტენტურები, ლაჩრები არიან. ამის გამო შემდეგ სამართლიანი და ობიექტური საზოგადოება იჩაგრება მთელ მსოფლიოში. გამოვა რომელიმე ელჩი და ჩვენი პარტიის მიმართ რამეს იტყვის? ათმაგს ვეტყვით მათი უნამუსობის შესახებ.





