რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის დედა და 1 წლის ბავშვი

7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასობრივი იერიში მიიტანა.

რუსული თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში დაიღუპა 2 ადამიანი – დედა და ერთი წლის ბავშვი. გარდა ამისა, დაშავდა 18 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ნანგრევებში ეძებენ კიდევ ერთ დაღუპულს.

იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას.

ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა სუმის ოლქში, დაიღუპა 1 ქალი, დაშავდა 7 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 9 წლის ბავშვი.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანდა შენობები ოდესასა და კრივოი როგში.

ასევე, ოკუპანტებმა ქალაქ კრემენჩუგში, მდინარე დნეპრზე გადებული ხიდი დაბომბეს, შედეგად მიმდებარე რაიონებში შეჩერებულია მანქანების გადაადგილება.

კომენტარები