2 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა.
ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 73 წლის კაცი. გარდა ამისა, დრონების იერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოსახლე.
ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს ჩერნიგოვის ოლქი, შედეგად, დაშავდა 14 წლის გოგონა.
კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისას დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაჭრილები.

ასევე, სუმის ოლქზე იერიშს მოყვა ხანძარი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





